01:03 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-25 11:51:50, 431 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა. 

"შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 100-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

ასევე, ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ კრიმინალური პოლიციის რეფორმისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხი დასმულ შეკითხვებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics