|
2024-08-24 17:42:48, 693 ნახვა
მსოფლიო
ინგრიდა შიმონიტე - ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გამარჯვებასთან დააახლოვოს
ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გამარჯვებასთან დააახლოვოს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინულ ენაზე ისაუბრა. “ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ თავისუფალ, მებრძოლ ხალხთან ერთად დგომა. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და გულწრფელად მადლობელი ვარ. თქვენი მიწისა და სახელმწიფოებრიობის დაცვით, თქვენ ყველას გვიცავთ - ჩემს სამშობლოს, ლიეტუვას, ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროს. ლიეტუვა იყო და იქნება უკრაინის გვერდით ყოველ ნაბიჯზე ამ მიზნისკენ, ჩვენ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა გამარჯვებამდე მივიდეთ, რათა სინათლემ ბოროტებაზე გაიმარჯვოს, რათა თავისუფალმა ხალხმა გაიმარჯვოს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)