|
2024-08-24 15:23:14, 517 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მიიღო. “ეს უზენაესი კანონი იცავს და არეგულირებს მთლიანად საზოგადოების, მისი თითოეული წევრის სამართლებრივ უფლებებს, ადგენს ფუნდამენტურ ნორმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მიიღო“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)