|
2024-08-23 12:21:04, 397 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში, ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
დასავლეთ გერმანიაში, ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც ავიაბაზის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა თანამშრომელი, რომელიც ძირითად პერსონალს არ წარმოადგენს, სახლებში გაუშვეს. გაილენკირხენის ბაზაზე უსაფრთხოება მეორე დონემდეა გაზრდილი. "ჩვენ გავზარდეთ უსაფრთხოების დონე გაილენკირხენის ნატოს ავიაბაზაზე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებს. მისიის არაძირითადი პერსონალი გაგზავნილია სახლში უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ოპერაციები გრძელდება გეგმის მიხედვით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატოს ბაზაზე, სადაც განთავსებულია ალიანსის AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)