|
2024-08-22 13:24:05, 455 ნახვა
მსოფლიო
პორტუგალია კუნძულ მადეირაზე ხანძრის გამო ევროკავშირს დახმარებას სთხოვს
კუნძულ მადეირაზე, უკვე ერთი კვირაა,რაც ხანძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სტიქიასთან საბრძოლველად პორტუგალიამ დახმარება ევროკავშირის სთხოვა. “მომდევნო საათებში ჩვენ გავააქტიურებთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს“,- ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხანძარი მადეირაზე, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში 14 აგვისტოს გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც. თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის შედეგად კუნძულის ტერიტორიის 4392 ჰექტარია დამწვარი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ზონიდან კვამლით მოწამვლის საფრთხის გამო დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული. დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)