|
2024-08-20 17:31:43, 416 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი მასკზე - ძალიან ჭკვიანი ბიჭია, თუ სურვილი ექნება ჩემს ადმინისტრაციაში თანამდებობას ან მრჩევლის როლს შევთავაზებ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის, ილონ მასკს თავის ადმინისტრაციაში თანამდებობა ან მრჩევლის როლი შესთავაზოს. ამის შესახებ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპის თქმით, “მასკი ძალიან ჭკვიანია. წინა დღით მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და როგორც იცით, ის თითქმის ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა. ის ძალიან, ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თუ სურვილი ექნება, ნამდვილად შევთავაზებ, ის ბრწყინვალე ბიჭია“. მოგვიანებით ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მზად არის, ტრამპის ადმინისტრაციაში იმსახუროს. ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ელექტრომობილების შეძენაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას. მან აგრეთვე განაცხადა, რომ განიხილავს ელექტრომობილების შეძენაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას. “ელექტრომანქანების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ეს უნდა იყოს უფრო პატარა, ბევრად პატარა ბაზარი. ისინი საკმარისად შორს ვერ დადიან და ძალიან ძვირია“,- აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)