|
2024-08-18 10:55:21, 500 ნახვა
მსოფლიო
ალენ დელონი გარდაიცვალა
ფრანგული კინოს ლეგენდა - მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, დელონი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ლეგენდარული მსახიობი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა "სეზარის" პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩვენი ისტორია"; მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები; ასევე ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე". 2003 წელს, დელონს მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე "ოქროს ვარსკვლავი" გადაეცა, ორი წლის შემდეგ კი, მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. დელონი 1999 წელს ჟურნალ FORBEES-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)