|
2016-02-18 19:58:35, 750 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ტრასეკას ეროვნული მდივანი საქართველოში დავით ხუციშვილი ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი რეგიონალური შეხვედრას დაესწრო, რომელიც 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის 9 ბენეფიციარი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ტრასეკას გენერალური მდივანი. „ტრასეკას საგზაო უსაფრთხოება II“-ის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა 2014-15 წლებში, რომლის ბენეფიციარ ქვეყნებს წარმოადგენენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი. აღნიშნული პროექტი რეგიონალური მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს ტრასეკას რეგიონის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საერთო დონის ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარდა რიგი ღონისძიებები, სემინარები და შეხვედრები სახელმწიფო კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ზემოხსენებულ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების ხელისშემშლელი კონკრეტული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც ექსპერტების მიერ შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)