|
2024-08-16 11:48:44, 424 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა
საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა. ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“ საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი. წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა. „ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება „ქართულის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ. საზოგადოება „ქართული" მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“,- განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)