|
2024-08-15 10:57:00, 531 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC WHO-ს გენერალურ დირექტორზე, ტედროს ადანომ გებრეიესუსზე დაყრდნობით ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა. “აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ შემდგომი გავრცელების პოტენციალი ძალიან შემაშფოთებელია. კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. “მაიმუნის ყვავილი“ ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტითა და კანთან კონტაქტით გადაეცემა. ის გრიპის მსგავს სიმპტომებსა და კანის დაზიანებებს იწვევს. ეპიდემიის გავრცელების კონტროლი შესაძლებელია ვაქცინებით, ინფექციების პრევენციით, თუმცა ეს ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც მჭიდრო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან. კონგოს გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში დაფიქსირდა“,- წერს BBC.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)