|
2024-08-14 09:44:25, 528 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა F-15-ის ტიპის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 19 მილიარდი დოლარია. მან ასევე სატანკო ვაზნებისა და სამხედრო მანქანების შესაძლო გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო. “ისრაელის უსაფრთხოებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები დაეხმაროს ისრაელს თავდაცვის განვითარებასა და შენარჩუნებაში“,- განაცხადა პენტაგონმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა კი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა აშშ-ის ოფიციალურ პირებს იმისთვის, რომ "დაეხმარნენ ისრაელს რეგიონში თავისი ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებაში".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)