|
2016-02-18 18:51:01, 910 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსები მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტთა კარიერულ ზრდას ისახავს. ამჟამად სერჟანტთა მომზადების ცენტრში 3 კურსი მიმდინარეობს: ძირითად სასწავლო (ათეულის მეთაურის) კურსს 129 სამხედრო მოსამსახურე გადის. ოცეულის სერჟანტის (შუალედური) კურსზე 48 სამხედროა ჩარიცხული, ხოლო, სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსში 32 მსმენელი მონაწილეობს. ძირითად სასწავლო კურსზე სამწყობრო და საერთო საჯარისო ტაქტიკა შეისწავლება. ოცეულის (შუალედურ) კურსზე სამხედროები საერთო საჯარისო ტაქტიკას, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს ეუფლებიან. სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის ფარგლებში კი სერჟანტები საერთო საჯარისო ტაქტიკას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას, საოფისე პროგრამებსა და კონფლიქტოლოგიას გადიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)