23:46 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 09:14:34, 468 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა ისრაელმა თავი დაიცვას.

“ჩვენ, ცხადია, არ გვინდა, რომ ისრაელს მოუწიოს თავდაცვა მორიგი თავდასხმისგან, როგორც ეს გააკეთეს აპრილში. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას თავის დაცვაში“,- თქვა კირბიმ.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანისა და “ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics