|
2024-08-12 11:31:09, 341 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს
“თიბისიმ“ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. აღნიშნული საგარანტიო რესურსი, “თიბისის“, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. “მოხარულები ვართ რომ FMO-სა და “თიბისის“ სტრატეგიული პარტნიორობა მორიგი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება. “თიბისის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და მოზიდული საგარანტიო რესურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე, რომლებსაც დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მეტი გამოწვევა აქვთ. ამ გზით, გავაძლიერებთ მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შევუწყობთ ქვეყნის მდგრად განვითარებას",- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, “თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა. “თიბისისა“ და FMO-ს სტრატეგიული პარტნიორობა 2008 წლიდან იღებს სათავეს. მადლიერები ვართ, რომ “თიბისიმ“ გამოთქვა სასესხო გარანტიის ფარგლებში FMO-თანთანამშრომლობის მზაობა. ვფიქრობთ, რომ “თიბისის“,როგორც საქართველოში უმსხვილესი ბანკის მხრიდანსაგარანტიო რესურსის დანერგვა, გაზრდის ქვეყნის ფინანსურ ინკლუზიურობას, რაც სრულ თანხვედრაშია FMO-ს სტრატეგიასთან" - ხუან ხოსე დადა ორტიზი, FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს- news - FMO signs USD 30 mln Nasira agreement with TBC Bank Georgia - FMO
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)