|
2024-08-10 23:19:29, 1334 ნახვა
სპორტი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია. შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა. პირველივე ნახევარში გენომ აქტიურად შეუტია მეტოქეს, ეფექტური გდებების შემდეგ 11:1 დაწინაურდა. თავისუფალ ჭიდაობაში 10-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა მსაჯებმა ჩელენჯის შემდეგ ქართველს ერთი ქულა ჩამოაკლეს და ანგარიში 10:1 გახდა. შეხვედრა გაგრჩელდა. მეორე ნახევარში ზარემ მაქსიმალურად მოინდომა, 9 ქულამდეც ავიდა, თუმცა პეტრიაშვილს ოლიმპიური ოქრო მაინც ვერ წაართვა. 30 წლის ქართველმა ფალავანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 აჯობა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)