|
2016-02-18 16:17:51, 855 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკი” სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს
“ვითიბი ბანკი” Jobrate-თან ერთად, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის. პროექტში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს, სპეციალობით ფინანსები,საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება. კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას ფილიალებში. VTB Generation -ის წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე. კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველ ეტაპზე, დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ ატვირთონ საკუთარი ვიზიუმე შემდეგ მისამართზე: http://jobrate.ge/addvi ვიზიუმე ეს არის ვიდეოპრეზენტაცია, სადაც კანდიდატმა უნდა წარადგინოს საკუთარი თავი ვიდეო მიმართვის ფორმატში. ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს თავად კანდიდატი, უნდა დაასახელოს ვინაობა, უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი. კანდიდატის მიერ უნდა იყოს ახსნილი რას ნიშნავს მისთვის ბანკში მუშაობა და რას მიიღებს ბანკი მისგან, როგორც მონაწილისგან . ჩანაწერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ვიზიუმეების ატვირთვა შესაძლებელია 2016 წლის 25 თებერვლამდე. პროექტი VTB Generation დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 3 ნაკადი. საერთო ჯამში პროექტი წარმატებით გაიარა 78 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში. პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)