|
2024-08-07 10:18:43, 422 ნახვა
მსოფლიო
რაუფოღლუ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს,- ამის შესახებ ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე წერს. რაუფოღლუს განცხადებით, დეპარტამენტი ჟურნალისტის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობებით "შეწუხებულია". “ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის",- განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რაუფოღლუს. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. სადიგოვს 4 აგვისტოს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)