23:44 - 19 Aug, 2026
|
2024-08-06 11:10:27, 449 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე "ავანგარდის" ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადა ერთ-ერთ საამქროში მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდა - ბრიგადის სამივე წევრი დაღუპულია. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მუშებმა მილების გაჭრისას უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს. ქარხანა "ავანგარდი" სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხს" ეკუთვნის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანია ევროკავშირის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)