|
2024-08-06 09:57:26, 485 ნახვა
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. "უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისკენ, საიდანაც კვლავ გელოვანის გამზირზე გადავა და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N327 და N389 ავტობუსებს, რომლებიც ვაშლიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებიან, მდინარე დიღმურას ხიდის ნაცვლად, გელოვანის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ და მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ ვასო გოძიაშვილის ქუჩისკენ და მგზავრებს არსებული სქემით მოემსახურებიან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)