19:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 15:46:38, 473 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში „ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ რუსეთის აგენტებად

მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ "ოცნების" მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ რუსეთის აგენტებად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, "ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი", რომელსაც ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

"მომდევნო ნაბიჯი, მე მგონი, უნდა იყოს, რომ მაგ აგენტების რეესტრში თვითონ "ოცნების" მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება, ჩვენი ერთიანობით განვახორციელებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. 

გამჭვირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება",- ამბობს ცისკარიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics