|
2024-08-05 15:01:25, 518 ნახვა
მსოფლიო
EU-მ ბელარუსის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, ბელარუსში 28 ადამიანის მიმართ, "შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო", სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, სანქციები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБЭПиК) უფროსის ორ მოადგილეს, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღანელებს შეეხო. ასევე შეზღუდვები გავრცელდება სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა წევრებზე, კერძოდ, პროკურორებსა და მოსამართლეებზე, რომლებმაც "პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ან რომლებიც უბრალოდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ". "რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულს და ხელი შეუწყვეს სიძულვილის გაღვივებას დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ",- აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)