|
2024-08-05 11:40:03, 490 ნახვა
მსოფლიო
მადურო - ევროკავშირი არის სამარცხვინო - საკუთარი ხელისუფლების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, საკუთარი ხელისუფლების დასაცავად "ყველაფერს გააკეთებს". მადურომ, რომელიც სამხედროებს შეხვდა, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა და ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. “ევროკავშირი არის სამარცხვინო“,- თქვა მადურომ. როგორც მან აღნიშნა, ის "ვენესუელაში გადატრიალების მცდელობას უპირისპირდება". პრეზიდენტმა ოპონენტებიც გააკრიტიკა და მათ "ბინძური ვირთხები და ბოროტი ძალები" უწოდა - შემდეგ კი, ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინსა და ფრანცისკო ფრანკოს შეადარა და აღნიშნა, რომ "არასდროს დანებდება". შეგახსენებთ, 28 ივლისს, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ვენესუელის ოპოზიციამ შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. აღნიშნულის შემდეგ დედაქალაქ კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ევროკავშირი და თქვა, რომ "არჩევნების შედეგების აღიარება შეუძლებელია" და რომ EU ვენესუელაში "თვითნებური დაკავებების მზარდი რაოდენობისა და ოპოზიციის შევიწროების გამო, სერიოზულად შეშფოთებულია". როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, "კავშირმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები, რეპრესიები და ძალადობრივი რიტორიკა ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს ".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)