|
2024-08-02 10:48:00, 577 ნახვა
მსოფლიო
სტარმერი - გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, რომ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება დაიცვას
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთში დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას ეხმაურება. სტარმერი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს. "მივესალმები რუსეთში დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ ყარა-მურზას, პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის. ჩემი ფიქრები მათთან და მათ ახლობლებთანაა, რომლებთან ერთადაც ისინი კვლავ გაერთიანდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, დაიცვას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება",- წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)