|
2024-08-01 17:37:40, 494 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ
"აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი" - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. “სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის. ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია , რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით აძლიერებს იმუნურ სისტემას სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციის პარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი / რეზუსი და ჰემოგლობინის დონე , ხოლო დონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენ დონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)