|
2024-08-01 11:43:09, 570 ნახვა
საზოგადოება
კობახიძის განცხადებით, კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე განაცხადების წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3 000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს განაცხადების შეტანა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. „ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი. მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისთვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩატარდება ორეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3 000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას",- განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)