08:04 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 17:48:36, 542 ნახვა

საზოგადოება
1 სექტემბრიდან ავტობუსის ხაზით მოტოციკლები და მოპედები გადაადგილდებიან

მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილების პირობებს ავტობუსის ხაზებით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შევა.

„საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონები შეიტანა და ავტობუსის ზოლზე მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილება დაუშვა. საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილებას ავტობუსის ზოლებზე.

გვინდა, რომ ეს წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებმა და მოტოციკლებმა ავტობუსის ზოლზე გადაადგილება შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილებით, მოტოციკლების ან/და მოპედების მოძრაობა დაიშვება ავტობუსის ზოლში, სადაც დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და ჰორიზონტალური მონიშვნები, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა ქ. ამავე დროს, ავტობუსის ზოლში დაშვება აიკრძალება. ცვლილება ძალაში შევა, თუ აღნიშნული გამონაკლისი დაშვებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics