|
2024-07-31 15:16:34, 415 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში კიდევ ერთი პარკი მოეწყობა
სამგორის რაიონში, ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, აბაშვილის ქ. N3-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკი 12 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება. “ვფიქრობთ, აღნიშნული პარკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მლნ ლარია, პარკის მოეწყობის სამუშაოები კი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)