01:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 16:34:11, 488 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო - როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობს

როგორც გენოციდის მომწყობმა ჰიტლერმა დაასრულა, ისეთივე დასასრული ექნება გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობს".

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა X-ზე დაწერა, რომ “ჩვენი პრეზიდენტი [რეჯეფ თაიფ ერდოღანი] კაცობრიობის სინდისის ხმა“ გახდა.

“საერთაშორისო სიონისტური წრეები, განსაკუთრებით ისრაელი, რომლებსაც სურთ ამ მართალი ხმის ჩახშობა, დიდ განგაშში არიან. გენოციდისა და მათი მომხრეებისთვის ისტორია ყოველთვის ერთნაირად სრულდება“,- წერს ჰაკან ფიდანი X-ზე.

შეგახსენებთ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს შეადარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics