20:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 14:05:22, 478 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის „ბუტკაში“ ქართველი ხალხი აღარ ეტევა

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მონობას არასდროს შეეგუება.

"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის "ბუტკაში" ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზემოსული და ამას ისე ბუტკაში ვერ შეაკავებ. ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის, ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად, ასობითათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები...

ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება მონობას. ოლიგარქს ძალიან ეშინია. დააკვირდით, როგორი დამფრთხალი თვალები აქვს მას და მის ჯგუფს. მათ გეგმა დაწყობილი აქვთ. ყველამ ყველაფერი იცის. ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ...

კარგად მომისმინოს ივანიშვილმა - ჩვენ არაფერ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული. ქართველი ხალხი იმარჯვებს",- განაცხადა სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics