|
2024-07-29 11:21:08, 483 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ და გალანტმა გოლანის მაღლობებზე თავდასხმაზე პასუხის მასშტაბებისა და ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება მიიღეს
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, მიანიჭა უფლებამოსილება, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ისრაელის პასუხის მასშტაბები და დრო განსაზღვრონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)