01:26 - 20 Aug, 2026
|
2024-07-29 10:16:08, 495 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ღამით 39 დრონით 5 ოლქზე შეტევა იყო
რუსეთის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ლენინგრადის ოლქებზე განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, 5 ოლქში, ჯამში, 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის ორიოლის ოლქზე, თუმცა მისი გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი აცხადებს, რომ დრონების ჩამოგდება აღნიშნულ ოლქშიც მოხდა. "გლაზუნოვსკის რაიონში მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაშავებულები არ არიან, თუმცა, ადგილობრივ ელექტროსადგურზე არის დაზიანება",- ამბობს გუბერნატორი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)