|
2024-07-28 15:02:51, 478 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელი - ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის შემოწირულობა მოაგროვა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, მაიკლ ტაილერმა განაცხადა. ტაილერის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან კანდიდატურა მოხსნა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭირა, ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის თანხა შეგროვდა. მთლიანი შემოწირულობის მესამედი ისეთი დონორებისგანაა, რომლებსაც აქამდე არ გაუკეთებიათ შემოწირულობა დემოკრატების კამპანიისთვის. „ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის იმპულსი და ენერგია ისეთივე რეალურია, როგორც პრინციპი ამ არჩევნების. შედეგები იქნება არაპროგნოზირებადი და გადაწყვეტილი იქნება რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მიერ“, – ამბობს ტაილერი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)