|
2024-07-28 10:54:20, 411 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ჰეზბოლას თავდასხმაზე - ისრაელის სახელმწიფო ამას არ გაატარებს. პასუხი იქნება მკაცრი
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენამინ ნეთანიაჰუ ტერორისტული გაერთიანება ჰესბოლას მიერ ბავშვთა მოედნის დაბომბვის გამო მკაცრი პასუხით იმუქრება. ლიბანიდან ჰეზბოლას ტერორისტების მიერ გაშვებულ რაკეტას ჩრდ ისრაელში, დრუზების სოფელში 11 ბავშვი ემსხვეროლა, 40-მდე დაშავდა. „ისრაელის მოქალაქეებო, თქვენსავით მეც შოკში ვარ. მე შოკირებული ვიყავი მაჯდალ შამსზე ჰეზბოლას თავდასხმის შემდეგ საშინელი სურათების ნახვისას. მოკლულთა შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ და ასევე სხვა მოკლულები. ყველას გული გვტკივა ამის ნახვით. ჩვენ ვეფერებით ოჯახებს, ვეფერებით მთელ დრუზთა საზოგადოებას ამ რთულ მომენტში, რომელიც ასევე ჩვენი რთული მომენტია. მას შემდეგ, რაც მაცნობეს კატასტროფის შესახებ, მე გადავწყვიტე ისრაელში დაბრუნება. ჩამოსვლისთანავე შევკრებ კაბინეტს. შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელის სახელმწიფო ამას არ გაატარებს. პასუხი იქნება მკაცრი”.- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ლიბანის მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა სადაც დაგმო ბავშვებზე თავდასხმა. „ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა აქტს და თავდასხმას ყველა მოქალაქის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე. მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მიყენება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება კაცობრიობის პრინციპებს“.- ნათქვამია ლიბანის მთავრობის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)