|
2024-07-26 17:59:27, 390 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის
"ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზანს საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა. "სახელმწიფოს მიზანია, ერთის მხრივ, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და, მეორეს მხრივ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავსებადი იყოს ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის (INSPIRE) ინფრასტრუქტურასთან, რის თაობაზეც ყველა უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და გეოპორტალის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - დავით დევიძემ. "აღნიშნულ პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, შედეგად, სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას. ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების მხრივ. მას გადამწყვეტი როლი აქვს ხანძრის, საგზაო შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, კრიზისული და სამაშველო სიტუაციების ოპტიმალურად და შედეგიანად მართვისთვის, ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. ერთიანი სტანდარტით გეოპორტალზე მონაცემების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს პროცესების მართვის ოპტიმიზაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)