|
2024-07-26 17:35:05, 380 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. „მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი წყნეთში უკვე ათეულობით ქუჩაზე მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განვაგრძობთ. რაიონში ჯერ კიდევ რჩება ისეთი ქუჩები, სადაც საგზაო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, ეტაპობრივად კი დანარჩენ პრობლემურ საგზაო მონაკვეთებსაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)