|
2024-07-26 16:07:14, 411 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერზე კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს
“საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 29 ივლისს, კვების ობიექტების, კაფეებისა თუ რესტორნების წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ღონისძიება “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შესახებ ორგანიზებული შეხვედრების სერიის ნაწილია. პირველი ღონისძიება ახლახან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულებისთვის შედგა. ღონისძიებას “საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:
გარდა ამისა, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზება ადგილზევე შექმნან. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია “საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა “საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის 29 ნომერში, SOLO ლაუნჯში, გაიმართება. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ “საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)