02:18 - 20 Aug, 2026
|
2024-07-26 16:05:10, 474 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს
რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პერესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. პესკოვის თქმით, ევროკავშირის ეს ნაბიჯი უკანონოა. „ევროკავშირის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. ეს არ არის საბაბი სწრაფი რეაქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი საპასუხო გააზრებული ქმედებებისთვის. საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სრულად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“,- აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, დღეს, 26 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)