|
2024-07-26 10:26:24, 432 ნახვა
საზოგადოება
DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე შეხვდნენ. "შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა, რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე - სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე. ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა და ამ მიზნით, უწყება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)