|
2024-07-25 20:47:06, 563 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო - საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა - სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი
საბრძოლო მზადყოფნის არმიის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთს არ აქვს სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვის გარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, არმიის რეფორმების პროცესში სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. "სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის დიპლომატიური არხებით და საჯაროდ გაცხადებული წინადადებები სასაზღვრო ინციდენტების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მექანიზმის შექმნის მიზნით, კვლავაც აზერბაიჯანის მხრიდან უპასუხოდ რჩება. ასეთი მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელს გახდის, გაირკვეს ნებისმიერი ვითარება და თავიდან იქნეს აცილებული ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ესკალაციურ რიტორიკაში ჩართვის მცდელობები. სომხეთის მთავრობა რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და არ გადაუხვევს ამ სტრატეგიას. ასევე, შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური არხებით და საჯაროდ შესთავაზა აზერბაიჯანს, შეიქმნას შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი და ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას, რაც აზერბაიჯანმაც უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზებაც ძალაში რჩება", - აღნიშნულია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)