09:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 13:19:58, 417 ნახვა

საზოგადოება
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სოფელ გლოლას მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ მიეწოდათ. ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

“რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics