|
2016-02-17 16:07:46, 737 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკი” საწყლოსნო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერას აგრძელებს
“ვითიბი ბანკსა” და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად 2016 წლის განმავლობაში ბანკი რჩება ფედერაციის და წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორად. ხელშეკრულება, ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. “ვითიბი ბანკი” უკვე მესამე წელია მხარს უჭერს საწყლოსნო სპორტის ფედერაციას. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითიბი ბანკი წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო. ბანკის მხარდაჭერით, ნაკრები 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ევროპის ჩემპიონატი ფაქტიურად მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია- წყალბურთის ყველაზე დიდი გრანდები ევროპული გუნდებია. “ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა და კულტურის მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შორის საქართველოს წყალბურთის ნაკრებიც არის. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას”, - განაცხადა “ვითიბი ბანკის” ვიცეპ-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)