|
2024-07-23 09:38:18, 459 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთის ფინანსურ დახმარებაზე ევროპის მშვიდობის ფონდის გადაწყვეტილებას „არასწორ და საშიშ ნაბიჯს“ უწოდებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის 10 მილიონი ევროს დახმარებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია AZERTAC-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას “ძალიან არასწორ და საშიშ ნაბიჯად“ აფასებენ. უწყებაში ასევე მიაჩნიათ, რომ "ეს გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება და მსგავსი ქმედებები აშკარად ცალმხრივი და მიკერძოებულია, რომელიც რეგიონში “გამყოფი ხაზების“ შექმნის პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს". “აღნიშნული სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი დახმარების გაზრდის მოწოდებები ემსახურება სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც არ იტყვის უარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაზე და არც რეგიონში დესტრუქციულ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილების მიმართ და ველით დახმარების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის მოწოდებას“,- განაცხადა უწყების პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ. აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც "რეგიონში მილიტარიზაციასა და შეიარაღებას ემსახურება და გაიგოს, რომ მშვიდობასა და თანამშრომლობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს". შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივლისს, ევროპის მშვიდობის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გადასცემს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)