|
2024-07-22 20:41:59, 508 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი - პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას - ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს
პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც ნატოს ალიანსში ამერიკის როლზე ისაუბრა. როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ნატოს როლი ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას. „ცხადია, პირველ რიგში, დემოკრატიულმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ვისი კანდიდატურა წარადგინონ. შემდეგ ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურთ, რომ გახდეს მათი პრეზიდენტი. ჩემი მიდგომა იქნება შემდეგი: პატივს ვცემ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს. რა თქმა უნდა, აშშ არის სანდო მოკავშირე. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში და თქვენ დაინახეთ ეს ნატოს საბჭოზე სულ რაღაც ათი დღის წინ. ჩვენ, ყველას ნათლად გვესმის, რომ სულ უფრო დაუცველი სამყაროს წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ნატოს როლი ახლა, რომელიც ალიანსმა უნდა შეასრულოს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)