|
2024-07-22 15:54:49, 468 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიმდინარე კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Xinhua ჩინეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, კულება, რომელიც ჩინეთში ვიზიტს სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამართავს, ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის მიწვევით მიემგზავრება. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დიპლომატიური უწყებაც ადასტურებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განხილვის მთავარი თემა "ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში" იქნება. ცნობისთვის, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას პირველი ვიზიტი იქნება პეკინში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)