|
2024-07-22 14:59:28, 483 ნახვა
მსოფლიო
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების მიზანია, რომ გააძლიეროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. "ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მზარდ ელემენტს წარმოადგენს. „ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ველოდებით სომხეთის მომავალ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)