|
2024-07-22 10:12:13, 541 ნახვა
მსოფლიო
ტრუდო - ბაიდენი დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, სამშობლოს სიყვარულით ხელმძღვანელობს
პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით,- ასე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას. როგორც ტრუდო სოციალურ ქსელში წერს, ბაიდენი კანადელების პარტიორი და ნამდვილი მეგობარია. „პრეზიდენტ ბაიდენს, წლებია, ვიცნობ. ის დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ის არის კანადელების პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი. პრეზიდენტ ბაიდენს და პირველ ლედის: გმადლობთ“,- წერს ტრუდო. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)