|
2024-07-22 09:38:41, 460 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას. როგორც ბლინკენი X-ზე წერს, "ცხოვრების სიამაყედ რჩება", რომ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში იმუშავა. „იყო და რჩება ჩემი ცხოვრების სიამაყედ, რომ ვიმუშავე პრეზიდენტ ბაიდენთან ბოლო 22 წლის განმავლობაში. მან აღადგინა აშშ-ის ლიდერობა მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ამ რეკორდის გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“,- წერს ბლინკენი. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)