|
2024-07-21 16:58:29, 901 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ზელენსკი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას
ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა,- ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კლიჩკოს თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მომდევნო რამდენიმე თვე "ძალიან რთული იქნება". "მომდევნო რამდენიმე თვე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. მან უნდა განაგრძოს ომი ახალი სიკვდილით და ნგრევით, თუ განიხილოს ტერიტორიული კომპრომისი პუტინთან? და ამ შემთხვევაში, რა ზეწოლა იქნება აშშ-დან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? და როგორ შეგვიძლია, ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებსაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. მოდი, ცხადი ვიყოთ, ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ ვითარება უფრო და უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი წელი მოგვიწევს ბრძოლა... ზელენსკის, ალბათ, მოუწევს, ჩაატაროს რეფერენდუმი. არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე... ზელენსკიმ ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა თავის კაბინეტში. შედეგად, პარლამენტმა დაკარგა შესაბამისი როლი. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დაკავშირებულია ევროპის მთავრობების ტრადიციებთან. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის დიქტატურისგან თავის დასაცავად, გვინდა, დავრჩეთ სრულიად განსხვავებულები პუტინის რეჟიმისგან. ექვსი თვის წინ ვუთხარი გერმანულ პრესას, რომ ავტორიტარიზმის სუნს ვგრძნობდი ჩვენს ქვეყანაში",- აცხადებს კლიჩკო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)