|
2024-07-21 15:28:40, 515 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - გამოცხადებულია ევაკუაცია
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ცეცხლი ალბერტას ჩრდილოეთით და ბრიტანეთის კოლუმბიაში მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, სტიქიის ზონაში გაცემულია ევაკუაციის განკარგულება. ალბერტაში ტყის ხანძრის 158 კერა ფიქსირდება, მათგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება. პროვინციის 62 000 ჰექტარზე არსებული ცეცხლის კერების გამო, ევაკუაციის ბრძანება 5 000-მა მცხოვრებმა მიიღო. "სახანძრო აქტივობა, სავარაუდოდ, დარჩება ინტენსიური მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში, რადგან ცხელი და მშრალი ამინდი გრძელდება",- ნათქვამია ადგილობრივი სამთავრობო ორგანოს განცხადებაში. პროვინციაში 200-ზე მეტი მეხანძრე და დამხმარე პერსონალი, 10 შვეულმფრენი და 43 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება ბრიტანეთის კოლუმბიას, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტყის ხანძრის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში 319-მდე აქტიური კერაა გამოვლენილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)