|
2024-07-21 12:28:50, 491 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება
ისრაელის შეტევა იემენში ჩვენი მტრებისთვის ცხადყოფს, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს "ზუსტი და წარმატებული ოპერაციისთვის" მადლობა გადაუხადა. "მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის",- განაცხადა ისრაელის პრემიერმა. მანვე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "ირანისა და მისი მარიონეტების" წინააღმდეგ ზომები გააძლიეროს. "ვისაც სურს, იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან",- აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)